Thursday, January 17, 2013

მღვიმე



მღვიმე — ვრცელი სიღრუე დედამიწის ქერქის ზედა ფენაშიმიწის ზედაპირზე გამოდის ხვრელებითწარმოიქმნება წყალში ხსნადი ნაპრალოვანი ქანების (კირქვა,დოლომიტი, თაბაშირი და სხვ.) გამოტუტვითა და გადარეცხვითაგრეთვე სუფოზიურიაბრაზიულიეოლური და სხვა პროცესების შედეგად.
ყველაზე დიდი ზომის მღვიმეებია კარსტული მღვიმეებიისინი წარმოქმნიან მრავალკილომეტრიან და მრავალსართულიან რთულ მღვიმურ სისტემებსრომლებშიც მიწისქვეშა მდინარეები გადისზოგჯერ გვხვდება ტბები, ჩანჩქერები, სტალაქტიტები, სტალაგმიტები და სხვა კარსტული ფორმები.
მსოფლიოს უგრძესი მღვიმური სისტემებია: მამონტ-ფლინტ-რიჯი — (გამოკვლეული ნაწილის სიღრმე - 587 კმ) (აშშ), ჰელოხი — 194 კმ (შვეიცარია), ოპტიმისტური — 230 კმ (უკრაინა), ახალი ათონის მღვიმე — 3,3 კმ (საქართველო). ზოგიერთი მღვიმე ციცაბოდ ეშვება მიწის სიღრმეში და უფსკრულს წარმოქმნისუღრმესი უფსკრულებია: კრუბერის გამოქვაბული (საქართველო) - 2190 , თოვლიანი უფსკრული — 1753  (საქართველო, ბზიფის ქედი), ლამპრეჰტსოფენი - 1632  (ავსტრია),ჟან-ბერნარი — 1602  (საფრანგეთი), ტორკა-დელ-სიერა 1589  (ესპანეთი), პიერ-სენ-მარტენი — 1342 , (საფრანგეთი), გვხვდება მრავალსართულიანი მღვიმეებიც (მაგ. ცუცხვათის მღვიმე).
დასავლეთ საქართველოს კარსტის სპელეოლოგიურ თავისებურებას განსაზღვრავს ცალკეული მასივების გეოლოგიური სტრუქტურა და გეომორფოლოგიურითავისებურებაასევე ატმოსფერული ნალექების რაოდენობა და სხვ. საქართველოში 1500 -დე მღვიმეა (მრავალი მათგანი შესწავლილია). კარსტული რელიეფიძირითადად დასავლეთ საქართველოშიააღმოსავლეთ საქართველოში კარსტი სპორადულადაა განვითარებული და წარმოდგენილია თრუსოს ხეობაშიმდქსნის სათავეშიასევე გომბორის ქედზე და .საქართველოში ფართოდ გვხვდება კლასტოკარსტიმისი გავრცელების უდიდესი რაიონებია ცენტრალური სამეგრელო დააფხაზეთიკლასტოკარსტი დაკავშირებულია კარბონატული ცემენტის მქონე ნგრეულ ქანებთან ეს ქანებია ქვიშაქვა, კონგლომერატი და ბრექჩია.
საქართველოს მღვიმეები მდიდარია აგრეთვე მიწისქვეშა წყლებითა და ტბებითგვხვდება ისეთი მდინარეებიც რომლებიც იკვებებიან ზედაპირული წყლებით მაგრამ მიწისქვეშეთში გაედინებიანასეთ მდინარეებს კარსტულ მდინარეებს უწოდებენამის მაგალითია კელასურ-ბასლას კარსტული მდინარეასევე ამტყელისმიწისქვეშა დინებათურჩუ-ტობი და სხვსაქართველოს მღვიმეებში ბევრია ტბებიცზოგი მათგანი შეგუბებული ტიპისააზოგიც კი ჩანჩქერის ვარდნის ადგილზეა გაჩენილი.
საქართველოს მღვიმეებში არის ასევე სტალაქტიტები და სტალაგმიტებიფართოდ გვხვდება სტალაქტიტებირომელიც მრავალ მღვიმეშია მიკვლეულისტალაქტიტები სხვადასხვს ფორმისა არიან - არის ფირფიტისებრიწვრილმილისებრიკონუსისებრი და სხვა ფორმის სტალაქტიტებიგიგანტური სტალაქტიტები გვხვდება ახალი ათონის, აბრსკილისა და სხვმღვიმეებში.
ჩვენს მღვიმეებში გვხვდება აგრეთვე სტალაგმიტებიუფრო გავრცელებულია კონუსისებრიგუმბათისებრი და გიგანტური სანთლისებრი სტალაგმიტებიმათი სიდიდე მერყეობს რამდენიმე სმ-იდან რამდენიმე -მდე.
საქართველოს მღვიმეებში გვხვდება ასევე რთული ექსცენტრული წარმონაქმნები როგორებიცაა - ჰელიქტიტები, ჰელიგმიტები, სტალაგნატები და სხვმათგან უფრო გავრცელებულია ჰელიქტიტებირომელიც საქართველოს რამდენიმე მღვიმეში გვხვდება.. ახალი ათონის, აბრსკილისა, მთისკალთის, სათაფლიისა და სხვა მღვიმეებში.
მღვიმეებში სპეციფიკური მიკროკლიმატი და ფაუნააქვის ხანაში მღვიმეებში ადამიანები ცხოვრობდნენმღვიმეებს ახლა ფართოდ იყენებენ წყალმომარაგებისათვისმაცივარ-სათავსოებადსამკურნალო, ტურიზმისა და სხვა მიზნითმღვიმეების მეცნიერული შესწავლითა და გამოკვლევით დაკავებულია სპელეოლოგია.
 გამოყენებული მასალა :www.ka.wikipedia.org

1 comment:

  1. Borgata Hotel Casino & Spa - Mapyro
    Find addresses, see photos 거제 출장안마 and read 3319 reviews of Borgata Hotel Casino & Spa "It's located in 남원 출장마사지 Atlantic City at 태백 출장샵 Renaissance 포항 출장샵 Pointe". Rating: 3.6 · ‎3,919 대구광역 출장마사지 reviews

    ReplyDelete