Thursday, January 17, 2013

საჭინკიის მღვიმე


საჭინკიის მღვიმე — კარსტული წარმონაქმნი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდინარე საძალეხევის აუზში, ზღვის დონიდან 750 მ-ზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. წარმოადგენს ჰორიზონტალური დახშული გვირაბების სისტემას, 3 განშტოებით; მთავარი გვირაბის სიმაღლე საშუალოდ 3-4 მ-ია. სიგანე ამდენივე.
ვხვდებით მინიატურულ კანიონებსა და ტერასებს. მღვიმე გაჩენილია დროებითი ღვარების მოქმედებით. ჯამური სიგრძე 300 მ. განშტოებებში გვხვდება წვრილი სტალაქტიტები. ჰავა დინამიურია. ჩაედინება დროებითი ღვარები. გამოიყოფა კონდენსაციური ნალექები. მოიპოვება ცხოველების ძვლები. ადვილი მისადგომია.

საძროხიის მღვიმე


საძროხიის მღვიმე — კარსტული წარმონაქმნი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდინარე საძალიხევის აუზში. მდებარეობს ზღვის დონიდან 720 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. დახშული 75 მ სიგრძის გვირაბი, რომლის საშუალო სიმაღლეა 2 მ, მაქსიმალური სიგანე კი 30 მ.
ფსკერზე კარსტული ორმოებია. გვხვდება ზრდაშეჩერებული ნაღვენთები. არის გამოფიტვის ადგილობრივი პროდუქტები. ჰავა დინამიურია. არსებობს დროებითი ღვარების კვალი. გამოიყენება მწყემსების მიერ ნახირის შესარეკად. ადვილი მისადგომია

სატობავის მღვიმე


სატობავის მღვიმე — კარსტული წარმონაქმნი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში. სატობავის მღვიმეთა კომპლექსი შედეგბა 3 ოვალური სათავისისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია შესასვლელთან არსებული ტერასული საფეხურით. მექანიკური ნალექებიდან გვხვდება გამოფიტვის ადგილობრივი მასალა. ჰავა სტატიურია.
მღვიმე ისტორიული მნიშვნელობისაა. მასში აღმოჩენილია ქვევრები, სასაფლაო (ადამიანთა ძვლები, ხელოვნური წყალსაცავი და სხვ.).

სათევზიის მღვიმე

სათევზიის მღვიმე, კარსტული მღვიმე სოფელ გელავერის (ხონის მუნიციპალიტეტი) მიდამოებში. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმის ჯამური სიგრძე დაახლოებით 300 -ია. სათევზიის მღვიმე მდიდარია სტალაქტიტებით, სტალაგმიტებითა და ფარდებით. ფსკერი მოფენილია ლოდნარით. წყალდიდობის დროს მღვიმიდან მძლავრი ნაკადი გამოედინება.

"პრომეთეს" მღვიმე



წყალტუბო-ცაგერის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეზე გაშენებულია სოფ. ყუმისთავი, სადაც 1983 წლის 15 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა - ჯუმბერ ჯიშკარიანმა, ამირან ჯამრიშვილმა, ვახტანგ კაპანაძემ და თამაზ ქობულაშვილმა აღმოაჩინეს ახალი მღვიმე, რომელსაც თავდაპირველად „წყალტუბო“ უწოდეს.

მღვიმე ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმეში არის ულამაზესი ტბა. აღმოჩენილია 16 დარბაზი. თითოეული მათგანი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან მასშტაბითაც და გაქვავებული ჩამონაღვენთების განუმეორებელი ფორმით. ყველაზე ლამაზ დარბაზს, რომელიც გამოირჩევა სტალაგმიტებისა და სტალაქტიტების სიმაღლით „რუსთველის“ სახელი უწოდეს.

„პრომეთეს“ მღვიმე ერთ-ერთი უმდიდრესია განზომილებით, გამკვრივების მრავალსახეობით, მიწისქვეშა მდინარეების მნიშვნელობით და პეიზაჟის მრავალფეროვნებით, იგი წარმოადგენს დიდი მღვიმეების საერთაშორისო დონის ტურისტულ მღვიმეს. იგი მნიშვნელოვანია თავისი მრავალფეროვნებითა და ბუნებრივ-ესთეტიკური მონაცემებით.

მღვიმეში წარმოდგენილია აბსოლუტურად ყველა სახის მიწისქვეშა კარსტული ფორმა: სტალაქტიტი, სტალაგმიტი, ჰელიქტიტი, ფარდები, ტრავერტინები, გურები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარე, მიწისქვშა ტბები და სხვა. 

სათაფლიის კრისტალური

სათაფლიის კრისტალური მღვიმეები ქუთაისიდან 7 კმ- ზე ,კავკასიონის ქედის ქვემო კალთაზე ზღვის დომიდან 500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილია. ნაკრძალსჰი 5 კრისტალური მღვიმეა. პირვცე;ი მღვიმე 1925 წელს პეტრე ჭაბუკიანმა პ[ირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნისას აღმოაჩინა. მღვიმეების საერთო სიგრძე 600 მეტრია. სიმაღლე დასიგანე შესაბამისად 15 და 5. მღვიმეებში ტერმომეტრი უცვლელად აჩვენებს 11 გრადუსს. პატარა მდინარემ,რომელიც სათავეს მრვიმიდან 200 მეტრის დაშორებით  იღებს სათავეს 30 მილიონი წლის განმმავლობაში გამოკვეთა ეს მღვიმე. მარჯვნივ და მარცხნივ სტალაქტიტების და სტალაგმიტების "ტყეა".ასევე ორმოცდაატიოდე მეტრზე მდებარეობს უზარმაზარი დარბაზი,რომელსაც პირობოტად გულის დარბაზი ეწოდება.დარბაზის ცენტრში აღმართულია დიდი ზომის სოკოსებრი სტალაგმიტი საიდანაც წყალი მოედინება.
 გამოყებენებული მასალა : www.google.ge