Friday, January 18, 2013
Thursday, January 17, 2013
საჭინკიის მღვიმე
საჭინკიის მღვიმე — კარსტული წარმონაქმნი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდინარე საძალეხევის აუზში, ზღვის დონიდან 750 მ-ზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. წარმოადგენს ჰორიზონტალური დახშული გვირაბების სისტემას, 3 განშტოებით; მთავარი გვირაბის სიმაღლე საშუალოდ 3-4 მ-ია. სიგანე ამდენივე.
ვხვდებით მინიატურულ კანიონებსა და ტერასებს. მღვიმე გაჩენილია დროებითი ღვარების მოქმედებით. ჯამური სიგრძე 300 მ. განშტოებებში გვხვდება წვრილი სტალაქტიტები. ჰავა დინამიურია. ჩაედინება დროებითი ღვარები. გამოიყოფა კონდენსაციური ნალექები. მოიპოვება ცხოველების ძვლები. ადვილი მისადგომია.
საძროხიის მღვიმე
საძროხიის მღვიმე — კარსტული წარმონაქმნი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდინარე საძალიხევის აუზში. მდებარეობს ზღვის დონიდან 720 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. დახშული 75 მ სიგრძის გვირაბი, რომლის საშუალო სიმაღლეა 2 მ, მაქსიმალური სიგანე კი 30 მ.
ფსკერზე კარსტული ორმოებია. გვხვდება ზრდაშეჩერებული ნაღვენთები. არის გამოფიტვის ადგილობრივი პროდუქტები. ჰავა დინამიურია. არსებობს დროებითი ღვარების კვალი. გამოიყენება მწყემსების მიერ ნახირის შესარეკად. ადვილი მისადგომია
სატობავის მღვიმე
სატობავის მღვიმე — კარსტული წარმონაქმნი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში. სატობავის მღვიმეთა კომპლექსი შედეგბა 3 ოვალური სათავისისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია შესასვლელთან არსებული ტერასული საფეხურით. მექანიკური ნალექებიდან გვხვდება გამოფიტვის ადგილობრივი მასალა. ჰავა სტატიურია.
მღვიმე ისტორიული მნიშვნელობისაა. მასში აღმოჩენილია ქვევრები, სასაფლაო (ადამიანთა ძვლები, ხელოვნური წყალსაცავი და სხვ.).
სათევზიის მღვიმე
სათევზიის მღვიმე, კარსტული მღვიმე სოფელ გელავერის (ხონის მუნიციპალიტეტი) მიდამოებში. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმის ჯამური სიგრძე დაახლოებით 300 მ-ია. სათევზიის მღვიმე მდიდარია სტალაქტიტებით, სტალაგმიტებითა და ფარდებით. ფსკერი მოფენილია ლოდნარით. წყალდიდობის დროს მღვიმიდან მძლავრი ნაკადი გამოედინება.
"პრომეთეს" მღვიმე
წყალტუბო-ცაგერის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეზე გაშენებულია სოფ. ყუმისთავი, სადაც 1983 წლის 15 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა - ჯუმბერ ჯიშკარიანმა, ამირან ჯამრიშვილმა, ვახტანგ კაპანაძემ და თამაზ ქობულაშვილმა აღმოაჩინეს ახალი მღვიმე, რომელსაც თავდაპირველად „წყალტუბო“ უწოდეს. მღვიმე ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმეში არის ულამაზესი ტბა. აღმოჩენილია 16 დარბაზი. თითოეული მათგანი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან მასშტაბითაც და გაქვავებული ჩამონაღვენთების განუმეორებელი ფორმით. ყველაზე ლამაზ დარბაზს, რომელიც გამოირჩევა სტალაგმიტებისა და სტალაქტიტების სიმაღლით „რუსთველის“ სახელი უწოდეს. „პრომეთეს“ მღვიმე ერთ-ერთი უმდიდრესია განზომილებით, გამკვრივების მრავალსახეობით, მიწისქვეშა მდინარეების მნიშვნელობით და პეიზაჟის მრავალფეროვნებით, იგი წარმოადგენს დიდი მღვიმეების საერთაშორისო დონის ტურისტულ მღვიმეს. იგი მნიშვნელოვანია თავისი მრავალფეროვნებითა და ბუნებრივ-ესთეტიკური მონაცემებით. მღვიმეში წარმოდგენილია აბსოლუტურად ყველა სახის მიწისქვეშა კარსტული ფორმა: სტალაქტიტი, სტალაგმიტი, ჰელიქტიტი, ფარდები, ტრავერტინები, გურები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარე, მიწისქვშა ტბები და სხვა. |
სათაფლიის კრისტალური
სათაფლიის კრისტალური მღვიმეები ქუთაისიდან 7 კმ- ზე ,კავკასიონის ქედის ქვემო კალთაზე ზღვის დომიდან 500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილია. ნაკრძალსჰი 5 კრისტალური მღვიმეა. პირვცე;ი მღვიმე 1925 წელს პეტრე ჭაბუკიანმა პ[ირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნისას აღმოაჩინა. მღვიმეების საერთო სიგრძე 600 მეტრია. სიმაღლე დასიგანე შესაბამისად 15 და 5. მღვიმეებში ტერმომეტრი უცვლელად აჩვენებს 11 გრადუსს. პატარა მდინარემ,რომელიც სათავეს მრვიმიდან 200 მეტრის დაშორებით იღებს სათავეს 30 მილიონი წლის განმმავლობაში გამოკვეთა ეს მღვიმე. მარჯვნივ და მარცხნივ სტალაქტიტების და სტალაგმიტების "ტყეა".ასევე ორმოცდაატიოდე მეტრზე მდებარეობს უზარმაზარი დარბაზი,რომელსაც პირობოტად გულის დარბაზი ეწოდება.დარბაზის ცენტრში აღმართულია დიდი ზომის სოკოსებრი სტალაგმიტი საიდანაც წყალი მოედინება.
გამოყებენებული მასალა : www.google.ge
გამოყებენებული მასალა : www.google.ge
ხავერდოვანას მღვიმე
ხავერდოვანას მღვიმე- სიღრმე 400 მეტრი , სიგრძე 1,5 კმ. მღვიმე იწყება 75 მეტრი სიღრმის ჭით. გაედინება ნაკადული რომელიც გამოდის 7 კმ-ს დაშორებუთ შურუბუმის მღვიმეში.მღვიმე დღემდე შეუსწავლელია და შეუღწევადია.
მღვიმე არის 4 სართულიანი , იგი მდიდარია Nაღვენთებით. მღვიმის სიგრძე 320 მეტრია , პირველი სართული წარმოდგენილია სიმფონიური ტბით.
გამოყენებული მასალა : ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
მღვიმე
მღვიმე — ვრცელი სიღრუე დედამიწის ქერქის ზედა ფენაში, მიწის ზედაპირზე გამოდის ხვრელებით. წარმოიქმნება წყალში ხსნადი ნაპრალოვანი ქანების (კირქვა,დოლომიტი, თაბაშირი და სხვ.) გამოტუტვითა და გადარეცხვით, აგრეთვე სუფოზიური, აბრაზიული, ეოლური და სხვა პროცესების შედეგად.
ყველაზე დიდი ზომის მღვიმეებია კარსტული მღვიმეები. ისინი წარმოქმნიან მრავალკილომეტრიან და მრავალსართულიან რთულ მღვიმურ სისტემებს, რომლებშიც მიწისქვეშა მდინარეები გადის, ზოგჯერ გვხვდება ტბები, ჩანჩქერები, სტალაქტიტები, სტალაგმიტები და სხვა კარსტული ფორმები.
მსოფლიოს უგრძესი მღვიმური სისტემებია: მამონტ-ფლინტ-რიჯი — (გამოკვლეული ნაწილის სიღრმე - 587 კმ) (აშშ), ჰელოხი — 194 კმ (შვეიცარია), ოპტიმისტური — 230 კმ (უკრაინა), ახალი ათონის მღვიმე — 3,3 კმ (საქართველო). ზოგიერთი მღვიმე ციცაბოდ ეშვება მიწის სიღრმეში და ე. წ. უფსკრულს წარმოქმნის. უღრმესი უფსკრულებია: კრუბერის გამოქვაბული (საქართველო) - 2190 მ, თოვლიანი უფსკრული — 1753 მ (საქართველო, ბზიფის ქედი), ლამპრეჰტსოფენი - 1632 მ (ავსტრია),ჟან-ბერნარი — 1602 მ (საფრანგეთი), ტორკა-დელ-სიერა 1589 მ (ესპანეთი), პიერ-სენ-მარტენი — 1342 მ, (საფრანგეთი), გვხვდება მრავალსართულიანი მღვიმეებიც (მაგ. ცუცხვათის მღვიმე).
დასავლეთ საქართველოს კარსტის სპელეოლოგიურ თავისებურებას განსაზღვრავს ცალკეული მასივების გეოლოგიური სტრუქტურა და გეომორფოლოგიურითავისებურება, ასევე ატმოსფერული ნალექების რაოდენობა და სხვ. საქართველოში 1500 მ-დე მღვიმეა (მრავალი მათგანი შესწავლილია). კარსტული რელიეფიძირითადად დასავლეთ საქართველოშია, აღმოსავლეთ საქართველოში კარსტი სპორადულადაა განვითარებული და წარმოდგენილია თრუსოს ხეობაში, მდ. ქსნის სათავეში, ასევე გომბორის ქედზე და ა.შ. საქართველოში ფართოდ გვხვდება კლასტოკარსტი. მისი გავრცელების უდიდესი რაიონებია ცენტრალური სამეგრელო დააფხაზეთი. კლასტოკარსტი დაკავშირებულია კარბონატული ცემენტის მქონე ნგრეულ ქანებთან - ეს ქანებია ქვიშაქვა, კონგლომერატი და ბრექჩია.
საქართველოს მღვიმეები მდიდარია აგრეთვე მიწისქვეშა წყლებითა და ტბებით. გვხვდება ისეთი მდინარეებიც რომლებიც იკვებებიან ზედაპირული წყლებით მაგრამ მიწისქვეშეთში გაედინებიან. ასეთ მდინარეებს კარსტულ მდინარეებს უწოდებენ. ამის მაგალითია კელასურ-ბასლას კარსტული მდინარე, ასევე ამტყელისმიწისქვეშა დინება, თურჩუ-ტობი და სხვ. საქართველოს მღვიმეებში ბევრია ტბებიც. ზოგი მათგანი შეგუბებული ტიპისაა, ზოგიც კი ჩანჩქერის ვარდნის ადგილზეა გაჩენილი.
საქართველოს მღვიმეებში არის ასევე სტალაქტიტები და სტალაგმიტები. ფართოდ გვხვდება სტალაქტიტები, რომელიც მრავალ მღვიმეშია მიკვლეული. სტალაქტიტები სხვადასხვს ფორმისა არიან - არის ფირფიტისებრი, წვრილმილისებრი, კონუსისებრი და სხვა ფორმის სტალაქტიტები. გიგანტური სტალაქტიტები გვხვდება ახალი ათონის, აბრსკილისა და სხვ. მღვიმეებში.
ჩვენს მღვიმეებში გვხვდება აგრეთვე სტალაგმიტები. უფრო გავრცელებულია კონუსისებრი, გუმბათისებრი და გიგანტური სანთლისებრი სტალაგმიტები. მათი სიდიდე მერყეობს რამდენიმე სმ-იდან რამდენიმე მ-მდე.
საქართველოს მღვიმეებში გვხვდება ასევე რთული ექსცენტრული წარმონაქმნები როგორებიცაა - ჰელიქტიტები, ჰელიგმიტები, სტალაგნატები და სხვ. მათგან უფრო გავრცელებულია ჰელიქტიტები, რომელიც საქართველოს რამდენიმე მღვიმეში გვხვდება, მ.შ. ახალი ათონის, აბრსკილისა, მთისკალთის, სათაფლიისა და სხვა მღვიმეებში.
მღვიმეებში სპეციფიკური მიკროკლიმატი და ფაუნაა. ქვის ხანაში მღვიმეებში ადამიანები ცხოვრობდნენ. მღვიმეებს ახლა ფართოდ იყენებენ წყალმომარაგებისათვის, მაცივარ-სათავსოებად, სამკურნალო, ტურიზმისა და სხვა მიზნით. მღვიმეების მეცნიერული შესწავლითა და გამოკვლევით დაკავებულია სპელეოლოგია.
გამოყენებული მასალა :www.ka.wikipedia.org
Subscribe to:
Posts (Atom)