Thursday, January 17, 2013

"პრომეთეს" მღვიმე



წყალტუბო-ცაგერის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეზე გაშენებულია სოფ. ყუმისთავი, სადაც 1983 წლის 15 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა - ჯუმბერ ჯიშკარიანმა, ამირან ჯამრიშვილმა, ვახტანგ კაპანაძემ და თამაზ ქობულაშვილმა აღმოაჩინეს ახალი მღვიმე, რომელსაც თავდაპირველად „წყალტუბო“ უწოდეს.

მღვიმე ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმეში არის ულამაზესი ტბა. აღმოჩენილია 16 დარბაზი. თითოეული მათგანი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან მასშტაბითაც და გაქვავებული ჩამონაღვენთების განუმეორებელი ფორმით. ყველაზე ლამაზ დარბაზს, რომელიც გამოირჩევა სტალაგმიტებისა და სტალაქტიტების სიმაღლით „რუსთველის“ სახელი უწოდეს.

„პრომეთეს“ მღვიმე ერთ-ერთი უმდიდრესია განზომილებით, გამკვრივების მრავალსახეობით, მიწისქვეშა მდინარეების მნიშვნელობით და პეიზაჟის მრავალფეროვნებით, იგი წარმოადგენს დიდი მღვიმეების საერთაშორისო დონის ტურისტულ მღვიმეს. იგი მნიშვნელოვანია თავისი მრავალფეროვნებითა და ბუნებრივ-ესთეტიკური მონაცემებით.

მღვიმეში წარმოდგენილია აბსოლუტურად ყველა სახის მიწისქვეშა კარსტული ფორმა: სტალაქტიტი, სტალაგმიტი, ჰელიქტიტი, ფარდები, ტრავერტინები, გურები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარე, მიწისქვშა ტბები და სხვა. 

No comments:

Post a Comment